top of page

უზენაესის მოსამართლეობა 13 პირს სურს

Updated: Aug 26, 2020



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის  2 ვაკანტურ ადგილზე მსურველად 13 მსურველი დარეგისტრირდა. განაცხადების მიღება 8 აპრილს დასრულდა.  უკვე ერთი თვე გადის და შერჩევის პროცესი შემდეგ ეტაპზე არ გადასულა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა განეხილა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებები და თანდართულ დოკუმენტები. შემდეგ იმსდა მიხედვით, აკმაყოფილებს თუ არა თითოეული განმცხადებელი მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აქვს თუ არა სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, უნდა გადაეწყვიტა მას კანდიდატად დაარეგისტრირებდა თუ არა. ეს არ მომხდარა, გადაწყვეტილების მისაღებად კანონით დადგენილი ვადა კი დიდი ხანია გავიდა.

"მიუხედავად იმისა, რომ რვა აპრილს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღემდე დუმს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა, თავად კონკურსში მონაწილე განმცხადებლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა უნდა იცოდნენ, რატომ არ განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურები და რას აპირებს საბჭო. ღიად რჩება კითხვა, ჩაიშალა თუ გაგრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა? ამ კითხვას პასუხი უპირველეს ყოვლისა უნდა გასცენ საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ."-- განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება განმცხადებლებს, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია ძალიან დაბალია. კონკურსის საწყის ეტაპზე, 1 ადგილზე დაახლოებით 7 განმცხადებელია. როგორც ჩანს, რაც დრო გადის იმ იურისტების რაოდენობა, რომლებსაც, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ინტერესი ჰქონდეთ, იკლებს, რადგან ჩვენი საზოგადოებისათვის გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილებაც, ისევე როგორც 2019 წელს დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება, მოემსახურება მმართველი ძალის პოლიტიკურ და სასამართლოს ე.წ. კლანის ინტერესებს.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცედურაში მონაწილეობას 13 კანდიდატი მიიღებს:



4. კახნიაშვილი ავთანდილ

9 views0 comments
bottom of page