top of page
კავშირები
detector baner.jpg

ორგანიზაციის შესახებ - მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრი 2011 წელს ჟურნალისტებმა, ლაშა კვესელაძემ და გიორგი ფხაჭიაშვილმა დააფუძნეს.

მუშაობისას ორივე ხედავდა, რომ ინტერნეტის განვითარების კვალდაკვალ საჯარო სივრცეში ჟურნალისტებისთვის გამოსადეგი უამრავი საინტერესო წყარო ჩნდებოდა. მათ ზრდასთან ერთად, რეესტრებში და სხვა მონაცემთა ბაზებში ქექვა, მალე ჟურნალისტებისთვის გარდაუვალი, აუცილებელი უნარი გახდებოდა, რომელიც მასალებს მეტ სიღრმეს და სანდოობას შესძენდა.

მონაცემთა ბაზებმა ახალი შესაძლებლობები შექმნა.

ოფისიდან გაუსვლელად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და კონფიდენციალური წყაროების კეთილ ნებაზე დამოკიდებულების გარეშე, გახდა შესაძლებელი ინფორმაციის შეგროვება. მაგალითად, რამდენიმე ბაზის შემოწმებით შეგექმნებოდა წარმოდგენა ამა თუ იმ თანამდებობის პირის საქმიანობის, მისი კავშირების და ქონების შესახებ.

თავის მხრივ, ეს ანალიზიც დროს და რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ შეიქმნა პირველი პროდუქტი, kavshirebi.ge-ს წინამორბედი ვერსია "ინტერესთა კონფლიქტის დეტექტორი".

დავიწყეთ სხვადასხვა ბაზაში მოძებული ინფორმაციის გაერთიანება, რომ ჟურნალისტებს უკვე გამზადებული სქემებით დავხმარებოდით, რომ მათ კვლევისას საწყისი ნაბიჯები უფრო სწრაფად გადაედგათ.

bottom of page