top of page

რატომ შეჩერდა მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია

Updated: Aug 26, 2020

მამუკა ბახტაძე -- საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძე — საქართველოს პრემიერ-მინისტრი


პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს 2018 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით ის დღემდე “ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის” დირექტორია.

mamuka_bakhtadze_direqtori

2018 წლის 29 ივნისს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მიუთითა კავშირი ამ ორგანიზაციასთან, პრემიერმა უპასუხა:

“სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” არის არასამეწარმეო ორგანიზაცია. ის, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია, წესით, დახურული უნდა იყოს. ამ ორგანიზაციას კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია.“

ამ განცხადების შემდეგ სამეწარმეო რეეტრს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა ლარცულიანმა მიმართა და 9 ივლისს ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაცია, 15 აგვისტოს კი რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

ამ განცხადებას საფუძვლად ორგანიზაციის 9 ივლისის კრების ოქმი დაედო, რომელსაც, დოკუმენტის მიხედვით, თავად პრემიერი და მისი დედა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი  მანანა ნანიტაშვილიც ესწრებოდნენ.

კრებაზე ორგანიზაციის გაუქმება გადაწყდა.

რეესტრმა ლიკვიდაცია დაიწყო, მაგრამ ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების პროცესი შეაჩერა, ვინაიდან ორგანიზაციას დავალიანება ჰქონდა გასასტუმრებელი:

“სსიპ შემოსავლების სამსახურის № 21-05/96190 კორესპონდენციის თანახმად, ა(ა)იპ „სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ (ს/ნ 205155909) მიერ არ არის შესრულებული იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები…შესაბამისად, არ არის დასრულებული კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დამატებით წარმოსადგენია კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების (დავალიანების არ არსებობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.”

— წერია რეესტრის დოკუმენტში.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციას 30 კალენდარული დღე ჰქონდა, მაგრამ დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი რეესტრში არავინ მიიტანა, შედეგად, 2018 წლის  6 ნოემბერს ნანა ლარცულიანის განცხადებას ვადა გაუვიდა და კომპანია აღარ გაუქმდა.

samedicino_biznes_sheckvetilia

ჩვენ დავრეკეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც გვითხრეს, რომ ორგანიზაციას დღეის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება.

თუ ორგანიზაციას დავალიანება აღარ ერიცხება, ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ არ დასრულდა დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი, რატომ არავინ მიიტანა რეესტრში დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია შეწყვეტილიყო?

დავუკავშირდით იურისტ ნანა ლარცულიანს, რომელმაც რეესტრში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის  “ააიპ სამედიცინო ბიზნეს-კონსალტინგის ჯგუფის” ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ აღარ დაასრულა. მისი თქმით, ის დღეს ამ კომპანიას აღარ წარმოადგენს და კომენტარს ვერ გააკეთებს:


წესდებაში ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია მითითებული:

რატომ არ დასრულდა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის დახმარებითაც ვცდილობთ და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

2 views0 comments
bottom of page