top of page

"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო დაპირება: სველი და მშრალი საწმენდებისა და საფენების წარმოება

Updated: Oct 1, 2020


გაზეთი "საქართელოს პატრიოტი" წინასაარჩებნო გამოცემა #1
ფოტო: kavshirebi.ge

საქართველოა პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო გამოცემაში პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი საუბრობს მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოთქვამს იდეას, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო სააგენტო, რომელიც მინიმუმ ათი ათას ოჯახს საოჯახო ბიზნესს აჩუქებს. ერთ-ერთი ასეთი ბიზნსი კი ხელსახოცების საწარმო უნდა იყოს. დავით თარხან-მოურავი ამბობს:


დავით თარხან-მოურავი (ფოტო: გაზეთი "საქართველოს პატრიოტი" #1)

"ავიღოთ ჩვეულებრივი, ქაღალდის ხელსახოცი, მშრალი, ან სველი, რომელიც საქართველოში შემოდის უცხოეთიდან. რამდენიმე ასეულ ოჯახს შეუძლია მისი წარმოებით მთელი საქართველო უზრუნველყოს. ეს დანადგარები არ არის ძვირი. სახელმწიფომ ეს დანადგარები უნდა ჩამოიტანოს, აჩუქოს თითოეულ ოჯახს, ასწავლოს, როგორ უნდა აწარმოონ ეს ბიზნესი და მისცენ ოჯახებს საშუალება, რომ დაიწყონ წარმოება. თავისი თავიც შეინახონ და განვითარდნენ, ეს ერთი პატარა მაგალითია."

გაზეთის ამავე ნომერში მეეგვსე გვერდზე რუბრიკაში "აწარმოე საოჯახო ბიზნესი!" ისევ ხელსახოცებზეა საუბარი.



გაზეთი "საქართველოს პატრიოტი" #1" წინასაარჩევნო გამოცემა

1. იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველწლიურად უცხოეთიდან 600 მილ- იონზე მეტი ერთეული სველი და მშრალი ხელსახოცი, ბავშვის საფენი და სხვა ანალოგიური ნაწარმი შემოაქვთ? 
2. იცით თუ არა, რომ ამ 600 მილიონი ერთეულის წარმოება შესაძლებელია საქართველოში და ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ 350 დანადგარია საჭირო? 
3. იცით თუ არა, რომ ერთი ასეთი დანადგარი წელიწადში დაახლოებით 1 700 000 ერთეულ სველ და მშრალ ხელსახოცს, ბავშვის საფენსა და სხვა ანალოგიურ პროდუქტს აწარმოებს? 
4. იცით თუ არა, რომ ერთი ასეთი დანადგარის მოვლა და მართვა ერთ ოჯახსაც შეუძლია?
5. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიძინოს 350 ასეთი დანადგარი. სახელმწიფომ ასევე უნდა შეარჩიოს 350 ოჯახი და მათ ეს დანად-გარები აჩუქოს. ამგვარად, 350 ოჯახს თავისი მცირე ოჯახური ბიზნესი გაუჩნდება, ხოლო ერთი ასეთი დანადგარი თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად დაახლოებით 8 000 ლარს მოუტანს. 
6. თუ სახელმწიფო ამგვარ მიდგომას განახორციელებს, მაშინ უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანა საქართველოში პრაქტიკულად საჭირო აღარ იქნება. 
7. მიგვაჩნია, რომ ამ 350 ოჯახს სახელმწიფომ უნდა გამოუყოს საწარმოო ფართობი, ასევე ასწავლოს, სად შეიძინონ წარმოებისათვის საჭირო ნედლეული და როგორ გაყიდონ მზა პროდუქცია. ამავდროულად, სახელმწიფომ ერთი წლით მაინც უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს ამ 350 ოჯახს ეკონომისტი, ფინანსისტი, იურისტი და თანამმართველი. 
8. ამ პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფომ უნდა შექმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საოჯახო ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

ჩვენ დავუკავშირდით პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს და ვკითხეთ არის თუ არა ეს საარჩევნო დაპირება და როგორ შეარჩიეს ხელსახოცების წარმოების იდეა წინასაარჩევნო თემატიკად. მისი თქმით, ასეთი იდეა კიდევ რამდენიმე აქვთ და მათ ეტაპობრივად გამოაქვეყნებენ.





გოჩა თევდორაძე -- "პატრიოტთა ალიანსის" წევრი





წინასაარჩევნო დაპირებაც არის და ეს შესრულებადია. რეალურად ჩვენ ეს, რასაც ეხლა ვთავაზობთ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას, შევთავაზეთ უკვე ხელისუფლებას 2-3 წლის წინ. 7-8 სახის პროდუქციის წარმოებაზე ჩვენ კიდევ გვექნება საუბარი, რომელიც რეალურია, უბრალოდ ერთი გაზეთი და თან რვაგვერდიანი, ვერ დაიტევდა იმ მასალას ჩვენ სხვა მაგალითი რომ მოგვეყვანა. უბრალოდ ჩვენ აქ ვაჩვენეთ ის მიმართულება და მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლიოთ უმუშევრობა და სიღარიბე, ამისათვის საჭიროა მცირე ბიზნესის, საოჯახო ბიზნესის განვითარებას შევიუწყოთ ხელი, ამისათვის საოჯახო ბიზნესი შევაქმნევინოთ ჩვენს მოსახლეობას და ვაჩუქოთ ეს ბიზნესი. ეს საარჩევნო დაპირებაც არის და 







bottom of page