საქართველოდან რუსეთში ევროკავშირის მიერ სანქცირებული მანგანუმის დიოქსიდის (MnO₂) ექსპორტი გაიზარდა
Updated: Mar 13

საქართველოდან რუსეთში მანგანუმის დიოქსიდის ექსპორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით 2022 წელს მანგანუმის დიოქსიდის ექსპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა.
მანგანუმის დიოქსიდი, ძირითადად, ფეირვერკებისა და ლითიუმის ბატარიების დასამზადებლად გამოიყენება.
მანგანუმის დიოქსიდი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში შეტანილი პროდუქტია.
