top of page

ორი ვალერი გელაშვილის ხელშეკრულება

საქართველოს პარლამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სად ქირაობდნენ ბინას საქართველოს პარლმენტის მე-8 მოწვევის დეპუტატები. დოკუმენტის მიხედვით, თითოეული დეპუტატისთვის ბინის დასაქირავებლად სახელმწიფო თვეში 667 ლარს იხდიდა.

პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას  ვადარებთ დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს და სამეწარმეო და ქონების რეესტრის მონაცემებს. საყურადღებო მაგალითებს ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს სახელწოდებით “შპს ევრა კონსტრუქცია” ერთადერთი კომპანია იყო დარეგისტრირებული და მისი დირექოტორი დეპუტატ ვალერი გელაშვილის შვილი ვალერი გელაშვილი იყო.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, “თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან, ან მის წარმომადგენელთან, დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ.” კანონის მიხედვით, ამ  მოთხოვნის დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. ვალერი გლაშვილი თვლის, რომ მას კანონი არ დაურღვევია ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირი იურიდიული პირის კუთვნილ ფართში უფასოდ ვერ იცხოვრებს:


საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ, კითხვაზე: იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი ვალერი გელაშვილის მიერ ბინის დაქირავების საკითხში, გვიპასუხა, რომ სამართლებრივად ამ საკითხს ვერ შეაფასებს:


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის განმარტებით, კერძო კომპანიის ქონებით ფიზიკური პირი უფასოდ ვერ ისარგებლებდა:


კითხვაზე, თავად იქირავებდა თუ არა, როგორც დეპუტატი, ბინას კომპანიისგან, რომლის დირექტორიც საკუთარი შვილი იქნებოდა, გვიპასუხა: “ეგეთი კითხვები რომ არ გაჩნდეს…ალბათ არ ვიქირავებდი”


bottom of page