top of page

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წელი ერთ ანგარიშში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე წლიური ანგარიშების განყოფილებაში მხოლოდ საბჭოს 2013 წლის ანგარიშია ატვირთული.

ჩვენ საბჭოს 13 დეკემბერს მივმართეთ კითხვით, რატომ არ არის ატვირთული შემდგომი წლების წლიური ანგარიშები? საბჭოდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

20 დეკემბერს საბჭოს ყოფილმა წევრებმა განვლილი ოთხლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს შენობაში გამართეს.

პრეზენტაციაზე მედიასაშუალებები არ მიუწვევიათ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ანგარიში ორ ენაზეა ატვირთული ქართულად და ინგლისურად.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ტესტების გახმაურებული სკანდალი საერთოდ არ არის ნახსენები.

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა


bottom of page