• Kavshirebi Editor

ფეხბურთზე დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონები



2019 წლის განმავლობაში ეროვნული ლიგის, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე ლიგების 40 გუნდზე სახელმწიფომ ჯამში 32,019,195.67 ლარი დახარჯა. დაფინანსების დაახლოებით 64% მოხმარდა ფეხბურთელების, მწვრთნელების და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებას (სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით) და პრემიებს.

ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მივლინებებს მოხმარდა 3450779 ლარი, რაც საერთო ხარჯის თითქმის 11 პროცენტია.

რაც შეეხება რანგით მეხუთე დივიზიონს, რეგიონალურ ლიგას, 37 გუნდზე აქ 1,853,828.66 ლარი გადანაწილდა.

საერთო ჯამში, 2019 წლის განმავლობაში გადასახადების გადამხდელებმა ეროვნული ლიგა, ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4 დააფინანსეს 33,873,024 ლარით.



ტელეკომპანია "ფორმულამ" მიმართა "საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდს" კითხვებით. გთავაზობთ "ფორმულას" მიერ მიღებული პასუხების სრულ ვერსიას:


1. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულია საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა? რატომ ფიქრობთ ასე?


საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრმა 2016 წლიდან ამოქმედდა, რომლის განმახორციელებელი ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდია.

ფონდის დაარსებამდე არსებული სიტუაცია იყო ასეთი: თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე კერძო კლუბს რომლებსაც არ ქონდათ არანაირი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ფეხბურთის დაფინანსება ხდებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ, რომლის ფარგლებში წელიწადში დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ისიც მხოლოდ პროფესიონალურ გუნდებზე. ამასთანავე დაფინანსება იყო არასტაბილური, ვინაიდან მისღები თანხის მოცულობა ძირითადად დამოკიდებული იყო რეგიონის მმართველზე. იყო შემთხვევბი როდესაც კლუბს ერთი წელი დაფინანსება ქონდა რამოდენიმე მილიონი, ხოლო იგივე საფეხბურთო კლუბი მეორე წელს მინიმალური დაფინანსებით ხვდებოდა , ამის შედეგად კლუბის ხელმძღვანელები ვერ ახდენდენ გრძელვადიან, განვითარებაზე ორიენტირებულ გეგმებს, რის გამოც იქმნებოდა ე.წ. „ერთწლიანი კლუბები“. ბევრი კლუბი სეზონის დაწყებიდან ვერ აღწევდა სეზონის ბოლომდე, ჩემპიონატის მსვლელობის დროს ხდებოდა კლუბების დაშლა და მოხსნა ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან ან მისი დაქვეითება ქვედა ლიგებში. ასევე დაფინანსება დამოკიდებული არ იყო სპორტულ შედეგზე და იყო ისეთი შემხვევები, როდესაც უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდი ღებულობდა 3-ჯერ ნაკლებ დაფინანსებას ვიდრე მესამე ლიგის გუნდს.

ფონდის დაარსების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ის თანხები რაც იყო მუნიციპალიტეტების განკარგულებაში, იხარჯებოდა ყოველგვარი კონტროლის გარეშე, არ არსებობდა ინფორმაცია თუ რაში ხარჯავდნენ კლუბები გამოყოფილ თანხებს, 2016 წლიდან მოხდა აკუმულირება ერთ სტრუქტურაში და ეხლა გვაქვს სრულიად შეცვლილი მოდელი, ვიცით თუ რას ხმარდება ჩვენს მიერ გადარიცხული ყოველი ლარი, დაფინანსება გახდა უფრო ფართო სპექტრიანი, გამჭირვალე და გარდა საფეხბურთო კლუბებისა მოიცვა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტები. კერძოდ:

∙ მოწესრიგდა და ჩარჩოებში მოექცა კლუბების დაფინანსების სისტემა, კლუბებს აქვთ საბაზისო დაფინანსება (იმის მიხედვით თუ რომელ ლიგაში მონაწილეობს კლუბი, საბაზისო დაფინანსება არის იმ ლიგაში მონაწილე კლუბებისთვის თანაბარი) გუნდები სეზონის განმავლობაში ფინანსდებიან საშეჯიბრო პირამიდაში დაკავებული ადგილის მიხედვით; ამასთანავე წინასწარ ხდება ბიუჯეტების შეთანხმება და დაგეგმვა ისე, რომ კლუბი (ძირითადად საუბარია მუნიციპალიტეტის საკუთრებააში არსებულ ანუ სახელმწიფო კლუბებზე) არ აღომჩნდეს ზედმეტი ფინანსური ვალდებულებების წინაშე;

∙ კლუბებს ჩამოშორდა ზედმეტი კადრები, მაშინ როდესაც გუნდები ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტბის მიერ, ადმინისტრაციული თანამშორმლბის რაოდენობა ზოგ შემთხვევაში შეადგენა 40-50 ადამიანს რაც ყოვლად ზედმტი და მიუღებელი იყო ჩვენთვის, ხოლო მას შემდეგ რაც კლუბები ფინასნდებიან ფონდიდან, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო კლუბებში ადმინისტრაციულ

ნაწილში ხდება მხოლოდ სფფ ლიცენზირებით გათვალისწინებული კადრების დაფინანსება.

∙ დაიწყო საფეხბურთო საგაგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ - სფფსთან ერთობლივად გამოვლენიდა ის მიმართულებები სადაც პრიორიტეტულად საჭიროა განათლების დონის ამაღლების. ესენია მწვრთნელების როგორც გადამზადება (REFRESH), ასევე მათთვის ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე გადასვლა (PRO, A, B ლიცენზია), მსაჯების აკადემია, საფეხბურთო მენეჯერების მომზადების პროგრამა (CERTIFIED FOOTBALL MANAGER), საფეხბურთო ექიმთა გადამზადების პროგრამა და სხვა.

∙ ხორციელდება ეროვნულ ლიგებში მონაწილე გუნდების ტექნიკური მხარდაჭერა, კერძოდ იმისთვის, რომ კლუბებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხბურთში, ჩვენი და სფფ დახმარებით ეროვნული ლიგის კლუბებს უსასყიდლოდ გადაეცათ POLARIS ანალიტიკური სისტემა, ჩაუტარდათ შესაბამისი სემინარები, ასევე ხელმისაწვდომი გახდა მათთვის ისეთ პროგრამებზე წვდომა როგორიცაა INSTA და WYSCOUT-ი

∙ GRASSROOT - მოყვარულთა ლიგა და 7X7 მასტერ ლიგა, პროექტებია რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და მასში დღესდღეობით დაახლოებით 20,000-დე მოყვარული ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას;

∙ ამოქმედდა საფეხბურთო სკოლების და აკადემიების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებში 4 აკადემია და 96 სკოლა, რომლებმაც გაიარეს სფფ კატეგორიზაცია, ღებულობენ ყოველწლიურ დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით, რათა მათ შეძლონ ბავშვებისთვის სპორტული ეკიპირების ინვენტარის და ასევე მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა;

∙ ფუტსალის დაფინანსება ;

∙ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების ტექნიკური მხარდაჭერა;

ეს არ არის სრული სია, თუმცა ყველა ზემოთჩამოთვლილი მაგალითი და შედარება იმ წლებთან თუ რა მდგომარეობა იყო სანამ შეიქმნებოდა ფონდი, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროგრამა მუშაობს წარმატებით.


2. პროგრამა უკვე 4 წელია მიმდინარეობს: ამ დროისთვის რა შუალედური მიზნები იყო დასახული და რამდენად მოხერხდა მათი მიღწევა? მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები?


პროგრამის ერთ-ერთი მთავრი მიზანი იყო/არის ქართულ ფეხბურთში სტაბილური სიტუაციის შექმნას. კლუბები ინფორმირებული არიან თუ სპორტული შედეგის მიხედვით რა ოდენობის დაფინანსება შეეძლებათ მათ მიიღონ პროგრამის მოქმედების დროს, რის მიხედვითაც მათ ქონდათ საშუალება გაეკეთებინათ გრძელვადიანი გათვლები. გარდა ამისა, ფონდის მიზანია, საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზააცია და ისეთი ქმედებების განხორციელება რაც ხელს შეუწყობს ხალხის მაქსიმალურ ჩართულობას, მასობრიობის ზრდას, ფეხბურთის ხელმისაწვდომობას ყველასთვის. ასევე საფეხბურთო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, იმისთვის რომ რაც შეილძება მეტი პროფესიონალი იყოს ჩართული ამ სფეროში.

ეს მიზნები 2020 წლისთვის მიღწეულია, და ერთეული გამონაკლისის გარდა არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ კლუბი დაშლილიყოს, პირიქით, ვხედავთ ახალ კლუბებს

ქვედა ლიგებში, ასევე ამ პერიოდში ახალად შექმნილმა კლუბებმა, სწორი მენეჯმენტის საშუალებით რეგიონალლიგიდან გადმოინაცვლეს ეროვნულ ლიგაში. პოპულარიზაციის და მასობრიობის კუთხით არის გადადგმული უდიდესი ნაბიჯები და 2016 წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ზრდა ბავშვთა ფეხბურთში ასევე მოყვარული საფეხბურთო გუნდების, მოყვარული ფეხბურთელების კუთხით. მოყვარულთა ლიგის პროექტმა, 2018 წელს უეფასგან ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა, მსოფლიოში მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

განხორციელბული საგანმანათლებლო პროგრამების შედეგად გვყვას უმაღლესი ლიცენზიის მქონე (PRO ლიცენზია) 20 ახალი მწვრთნელი, 80 ახალი მსაჯი, 40-ზე მეტი სფფ-ს და უეფას მიერ სერტიფიცირებული ახალი საფეხბურთო მენეჯერი.


3. ამ პროგრამის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო რომ კლუბები გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები და ქონოდათ დაფინანსების საკუთარი/კერძო წყარო. ფაქტია, რომ თითქმის ყველა კლუბის დაფინანსების ერთადერთი წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. ნიშნავს თუ არა ეს რომ პროგრამა ჩავარდა?


არ ჩავარდნილა, ვინაიდან კერძო მფლობელობაში არსებული კლუბები ხარჯავენ საკუთარს სახსრებს, ასევე სახეზე გვაქვს გააქტიურება მუნიციპლაური კლუბების მხირდანაც, რომელბიც აქტიურად ეძებენ სპონსორებს და სხვადასხვა შემოსავლის წყაროებს, რათა დამატებით მოახდინონ კლუბებში თანხების მობილიზება. ამის დასტურია ისიც, რომ ყოველ წელიწადს სრულად ხდება სტიმულირების კომპონენტის ათვისება (სტიმულირების კალათა - ფონდი კლუბს გარკვეული ჭერის მიხედვით უკეთებს სტიმულირებას კლუბში მოზიდული და კლუბში მიზნობრივად დახარჯული თანხისა).

ასევე არის დაინტერესება კერძო სექტორის მიერ კლუბების მიმართ, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მოხდა რამოდენიმე მუნიციპალური კლუბის განკერძოვება, მაგალითად: გორის დილა, ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო, ზუგდიდის დინამო, წყალტუბოს სამგურალი და სხვა. 2016 წლამდე ეროვნულ ლიგებში ძირითადად მუნიციპალური კლუბები ასპარეზობდნენ, დღეს კი უმეტესობას კერძო კლუბები შეადგენენ.


4. პროგრამა სრულდება 1 წელიწადში, თქვენი აზრით უნდა გაგრძელდეს თუ არა ეს პროგრამა და თუ არ გაგრძელდა როგორ აისახება ეს კლუბებზე?


დიახ პროგრამა უნდა გაგრძელდეს, თუმცა შეიძლება მან განიცადოს ცვლილება, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავიდან განისაზღვროს პროგრამის პრიორიტეტები და დაფინანსების კომპონენტები, მაგრამ ის მხარდაჭერა რაც აქვს დღეს ფეხბურთს სახელმწიფოს მხრიდან, აუცლიებლად უნდა გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში თუ პროგრამა არ გაგრძლედა, დარწმუნებული ვარ კერძო კლუბები განაგრძობენ ფუნქციონირებას, თუმცა ამჯერად მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩნილ კლუბებს გაუჭირდებათ არსებობის გარძელება, რაც რეგიონებში გამოიწვევს ფეხბურთის გუნდების, მათთან არსებული ასაკობრივი გუნდების გაუქმებას რაც ნამდვილად არ იქნება კარგი. თუმცა შესაძ₾ოა მუნიციპალურმა კლუბებმა კვლავ მიიღონ მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმართველობებიდან და გამოვა ისე, რომ

დავუბრინდებით 2016 წლამდე არსებულ სიტუაციას, როდესაც თანხები იხარჯებოდა, იყო ბიუნდოვანი მათი მიზნობრიობა და მოცულობა, რის შესახებაც გულშემატკივარი, საზოგადოება და მედია ნაკლებად იყო ინფორმირებული.

ჩვენი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი კლუბი გადავიდეს კერძო მფლობელობაში, არის უცვლელი და ყოველმხრივ ხელს ვუწყობთ მათ ინვესტორის მოძიებაში და მის დაინტერესებაში.


5. კლუბების საბაზისო დაფინანსებაზე, კლუბების ფინანსურ სტიმულირებასა და კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდის ხარჯები 2020 წელს 34 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მასობრივი სახის ღონისძიებები და საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამები მხოლოდ 3 მილიონით. რამდენად სწორი/მიზანშეწონილია თანხების ასეთი განაწილება? რატომ? რა შედეგს გვაძლევს?


როგორც მთელი პროგრამის, შესაბამისად 2020 წლის ბიუჯეტი და დაფინანსების კრიტერიუმები განისაზღვრა 2016 წელს, თუმცა 2017 წელს მთავრობის 107-ე დადგენილებაში, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, შევიდა მცირედი ცვლილება. შესაბამისად აღნიშნული მოცულობებიც არის პროგრამის შესაბამისი, და 34 მილიონი კლუბების დაფინანსებისთვის გვაძლევს შემდეგს, იმისთვის, რომ შექმნილი იყოს სტაბილური გარემო, ლიგების მიხედვით განსაზღვრულია საბაზისო დაფინანსება, იმისთვის, რომ ჩემპიონატი და თასის გათმაშება მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში, განსაზღვრულია პრემიალური და საპრიზო თანხები, და ასევე სტიმულირების კომპონენტი რათა მფლობელს ქონდეს მოტივაცია რათა რაც შეიძლება მეტი დამატებითი თანხის მობილიზება მოახდინოს კლუბში. რაც შეეხება მასობრივი, საგანმანათლებლო და სხვა საფეხბურთო ღონისძიებებისთვის გამოყოფილ 3 მილიონს, ამ ეტაპისათვის და იმ პროგრამებისთვის რაც განსაზღვრული იყო, სრულიად საკმარისია.

თუმცა ისევე როგოც ყველა სფეროში, მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე კოვიდ პანდემიის გამო, ჩვენც მოგვიწია ბიუჯეტის შემცირება და წლევანდელი პროგრამების დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 23,6 მილიონით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის რომ, ეროვნული ჩემპიონატი ჩატარებულიყო, მართალია შემცირებული ფორმატით, მაგრამ ხარვეზების გარეშე და კვლავ ისე, რომ ყველა კლუბმა შეინარჩუნა როგორც ფეხბურთელები ასევ სამწვრთნელო შტაბი და ძირითადი ადმინისტრაციული თანამშრომლები.

ასევე როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პროგრამის გაგრძლებეის შემთხვევაში შეიძლება დაფინანსების პრიორიტეტები შეიცვალოს.


6. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი მხოლოდ თანხების კლუბებზე განაწილებით არის დაკავებული. თუ ასეა, რა საჭიროა ეს შუალედური რგოლი? რატომ არ შეიძლება ფული გადაანაწილოს ფედერაციამ?

7. ვინ ამოწმებს რამდენად სწორად, ეფექტიანად და კანონთან შესაბამისობაში ხარჯავენ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გადარიცხულ თანხებს საფეხბურთო კლუბები? ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ამა თუ იმ კლუბს არასწორად ან არაეფექტიანად დაეხარჯოს თანხები?


6-ე და 7-ე კითხვებს ერთად ვუპასუხებთ.

ფონდი არ არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ რიცხავს თანხებს. ის ასევე უწევს მონიტორინგს, თუ რაში დაიხარჯა კონკრეტული თანხა. კლუბები ვალდებულნი არიან ფონდში ყოველთვიურად წარმოადგინონ მიღებული თანხის ხარჯვის ანგარიში შესაბამისი დოკუმენტაციით, რისი დამუშავებაც (შედარება ფონდთან წინასწარ შეთანხმებულ ბიუჯეტთან და არსებულ სახელმწიფო კანონმდებლობასთან) მუდმივად მიმდინარეობს შესაბამისი თანამშრომელბის მიერ. ასევე ვალდებულნი არიან პროგრამით დაფინანსებული სხვა ბენეფიციარებიც.

გარდა ამისა, ფონდის თანამშრომლები სფფ-ს თანამშრომელბთან ერთად ჩართულნი არიან ახალი საჭიროებების გამოვლენის კვლევაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ მასობრივი პროექტის დაგეგმვაში და მის განხორციელებაში.

გვქონია ისეთი შემთხვევბი, როდესაც ბენეფიციარის მიერ მომხდარა თანხის არამიზნობირივი გახარჯვა (თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური შემთხვევები), რაზეც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ყოფილა შესაბამისი რეაგირება, რის შემდეგაც ბენეფიციარები ახდნენ არამიზნობრივად გახარჯული თანხის ბიუჯეტში მობრუნებას.


8. თუ გაქვთ ინფორმაცია ძირითადად რაზე იხარჯება კლუბების მიერ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხები? ეს არის ხელფასები? შეკრებები თუ სხვა რამ?


ფონდიდან მიღებულ დაფინანსებას კლუბები ხარჯავენ როგორც ხელფასებში, ასევე მივლინებებში, სპორტულ ეკიპირებაზე, შეკრებებზე და კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ხარჯებზე. იმის დასტურად, რომ კონტროლდება ყოველი ლარი, რომელიც არის გადარიცხული ფონდის მიერ, წარმოგიდგენთ 2019 წლის დაფინანსების ანგარიშს და ასევე თუ რაში გახარჯეს კლუბებმა მიღებული დაფინანსება.










დაგვიკავშირდით
logo v_geo.png
  • Facebook
  • YouTube

©2019 by Kavshirebi.