top of page

შპს KEPKA-ს ვაშლები სკოლაში


დღეს, 21 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე შეთავაზებების მიღება დასრულდა.  “შპს KEPKA” ერთადერთი მიმწოდებელი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

საპილოტე კამპანიის ფარგლებში ვაშლები თბილისის ათ სკოლაში კვირაში ერთხელ დარიგდება. გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა, რომ  მიწოდებული ხილი აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. ერთი ვაშლის სავარაუდო წონა უნდა იყოს არანაკლებ 150 გრამისა, უნდა იყოს გარეცხილი და მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში).

სანაცვლოდ “შპს KEPKA” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან 69 940 ლარს მიიღებს.

“შპს KEPKA” 2012 წელს არის რეგისტრირებული. მისი დამფუძნებელი და დირექტორი თეიმურაზ ტატიშვილია. აღნიშნულ შპს-ს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა წინა წლებშიც აქვს მიღებული, თუმცა უშედეგოდ.

იხილეთ წინასტატია ამავე თემაზე

3 views0 comments
bottom of page