• Kavshirebi Editor

COVID-19 ის სწრაფი ტესტების ხელშეკრულება

Updated: Aug 25, 2020


ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს დღეს კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფ ტესტებთან დაკავშრებით ჟურნალისტებმა დისტანციურად დაუსვეს კითხვა:

თუ შეიძლება, რომ დაასახელოთ კომპანია, რომელი კომპანიის მიერ არის წარმოებული ის 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც ჩამოვიდა საქართელოში. ხომ არ არის ეს შემთხვევით იგივე კომპანია, რომლის პროდუქციაც ესპანეთმა ჩინეთს უკან დაუბრუნა და, თუ შეგიძლიათ, თქვათ, ასევე, შეძენილი 200 000 ტესტი რამდენად შემოწმებული არის სანდოობაზე და რომელი ქვეყნებისგან გაქვთ დადებით რეკომენდაცია?

მინისტრმა პასუხისას 1000 ტესტზე არ ისაუბრა და პირდაპირ კითხვის მეორე ნაწილზე გადავიდა

“ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, და ვიტყვი იმას, რომ კომპანია ბიოუსმა (“კავშირების” შენიშვნა: მინისტრის მიერ წარმოთქმული სახელწოდება კარგად არ ისმის) იქიდან  გამომდინარე, რომ ეს არის საკმაოდ  მაღალი პასუხისმგებლობის მქონე,  გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართელოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამ კომპანიის ტესტები ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია…თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში და ხელშეკრულება არის ანულირებული. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2000 ტესტი, იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას.”

განმეორებით კითხვაზე: ეს 1000 ტესტი, რომელიც უკვე ჩამოსულია და, რომელიც მარნეულშია, რომელ კომპანიას ეკუთვნის, თუ შეგიძლიათ გვითხრათ?” — მინისტრმა შეუსაბამო პასუხი გასცა და კომპანია ისევ არ დაასახელა.

მან თქვა: “ეს ტესტები არის PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ძალიან მაღალი სანდოობის ტესტები.”

ჩვენ შევამოწმეთ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი და ვნახეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება სწრაფი ტესტების შესყიდვაზე 23 მარტს გააფორმა Shenzhen Bioeasy Biotechnology Co. “Ltd”-სთან.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება ამერიკული დოლარია.

შესყიდვის ობიექტები კონტრაქტორს ეტაპობრივად უნდა მოეწოდებინა.  24 მარტს ორი ტიპის უკვე 2000 ტესტი უნდა ყოფილიყო შემოტანილი:

1. 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) Ag GICA Rapid Test – 211000 ცალი; 2. 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) IgG/IgM GICA Rapid Test – 4000 ცალი.

მინისტრმა თქვა, რომ ხელშეკრულება გაუქმებულია.  შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით ამ გარიგების სტატუსი ასეთია: შესყიდვაზე თანხმობა ჯერ არ არის მიცემული და ის კვლავ განხილვის ეტაპაზეა. ჩვენ ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტროს პრეესსამსახურთან დაკავშირებას, რომ გადავამოწმოთ ინფორმაცია ტესტების შესყიდვის სტატუსთან დაკავშირებით, რატომ არ აჩვენებს შესყიდვების სისტემა, რომ ხელშეკრულება გაუქმებულია.

სრული ხელშეკრულება:


1 view0 comments
დაგვიკავშირდით
logo v_geo.png
  • Facebook
  • YouTube

©2019 by Kavshirebi.