• Kavshirebi Editor

მინდია გოგოჭურის ბიზნესპარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია

Updated: Aug 25, 2020

მინდია გოგოჭური

მინდია გოგოჭური


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  პროკურატურა მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

მინდია გოგოჭურს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი და ერთ-ერთ კომპანიაში მისი პარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია.(დათუნა რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია 2016 წლიდან.  2018 წლის 16 დეკემბერს, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფიცს დადებს, ეროვნული უშიშროების დღეს მოქმედი საბჭო გაუქმდება.)

უშიშროების საბჭოს მდივნისგან პრესსამსახურის მეშვეობით წერილობითი პასუხი მივიღეთ:

დათუნა რაქვიაშვილი -- ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

დათუნა რაქვიაშვილი


“ვადასტურებ, 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მაგრამ ვერ იმუშავა და რამდენიმე თვეში გაუქმდა”

თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია გაუქმებული არ არის და კვლავ აქტიურად ითვლება:

macivari

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, მინდია გოგოჭურს უკავშირდება შემდეგი კომპანიები:

დეტალები40199278706/11/2014შპს დადუ 2004

დირექტორი:

  1. დავით ოყროშიძე

ბუღალტერი:

  1. ნოდარ ელიზბარაშვილიმინდია გოგოჭურიმეწილე 100% დეტალები404481743 06/11/2014შპს მშენსტარტი

პარტნიორი:

  1. ირაკლი ოყროშიძე 50%მინდია გოგოჭურიმეწილე

50% დეტალები404499306 14/08/2015შპს შინდისი მაცივარი

დირექტორი:

  1. დავით გურამიშვილი

პარტნიორი:

  1. დათუნა რაქვიაშვილი (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი) 68%მინდია გოგოჭურიმეწილე 32% დეტალები404547834 16/11/2017შპს კარატი მეთ

დირექტორი:

  1. ზაალ ჩადუნელი

პარტნიორები: 

  1. თამარ ლომიძე — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 25% 71 8043768,

  2. ელდარ კარაპეტოვ — რუსეთის ფედერაცია 50%მინდია გოგოჭურიმეწილე

25%

#დათუნარაქვიაშვილი #ეროვნულიუშიშროებისსაბჭო #მინდიაგოგოჭური

2 views0 comments