მერიის მიერ დაფინანსებული ვახშამი: 1 კაცი — 100 ლარი

2017 წლის 13, 14 და 15 სექტემბერს ქალაქ თბილისის მერიამ “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმს” უმასპინძლა. 14 სექტემბერს ფორუმის მონაწილე ასი უცხოელი და ადგილობრივი სტუმრის საპატივცემულოდ ვახშამი რესტორან “მრავალჟამიერში” გაიმართა, რაც ქალაქის ბიუჯეტს 9631 ლარი დაუჯდა.

15 სექტემბერს ამავე ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვახშამი გაიმართა ამჯერად რესტორან “არმაზის” ხეობაში და 80 სტუმრისგამა სპინძლება 8016 ლარი დაჯდა.

ჯამში ორივე საღამო ქალაქის მერიას 17 647 ლარი დაუჯდა.

ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის” საერთო ხარჯები 300 000 ლარს აღწევდა. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება 300 000 ლარის ფარგლებში ქალაქ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებიდან მოხდეს.”

აღსანიშნავია რომ შპს “არმაზის ხეობასთან” და რესტორან “მრავალჟამიერთან” ხელშეკრულებების გასაფორმებლად მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოიყენა.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის (LED) გახსნა //წყარო: pia.ge//


0 views0 comments

Recent Posts

See All

მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გამოაქვეყნა

შპს “ღამის შოუ სტუდიასთან” თბილისის მერიამ ორი ხელშეკრულება გააფორმა. რუსთაველზე ერთი, დედაენის ბაღში კი 21  საახალწლო ჯიხურის დადგმის სანაცვლოდ კომპანია 127 600 ლარს მიიღებს.  დეკორაციების მანათებელი

დაგვიკავშირდით
logo v_geo.png
  • Facebook
  • YouTube

©2019 by Kavshirebi.