მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გამოაქვეყნა

შპს “ღამის შოუ სტუდიასთან” თბილისის მერიამ ორი ხელშეკრულება გააფორმა. რუსთაველზე ერთი, დედაენის ბაღში კი 21  საახალწლო ჯიხურის დადგმის სანაცვლოდ კომპანია 127 600 ლარს მიიღებს.  დეკორაციების მანათებელი ფიგურების შესყიდვა კი მერიას 30 449.80 ლარი დაუჯდა.


საახალწლო მილოცვის ვიდეო რგოლი “თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს”  შპს “ბეთერ ფლაიმ” დაამზადა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ  115 186.80 ლარი შეადგინა.

საახალწლო გალა კონცერტების ლოკაციებისა და ტრანსპორის გადაადგილების შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის, – “გამოდი, გამოდი ახალი წელიას” გადაღება თბილისის მერიამ  შპს  “სტუდია 1,2,3”-ს დაავალა და სანაცვლოდ  57731.50  გადაიხადა.

8000 ლარის ღირებულების ელექტრო გამათბლობლების შეძენა თბილისის მერიამ შპს “allmarket.ge”-ს დაავალა. 650 ბეიჯი კი შპს “ინტერპრინტ ჯორჯიამ” 1144 ლარად დაამზადა.მიმწოდებელიხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხახელშეკრულების საგანი1შპს ღამის შოუ სტუდია127 600 საახალწლო ჯიხურების მონტაჟი-დემონტაჟი-დასაწყოება2შპს ღამის შოუ სტუდია33999.6დეკორაციების მანათებელი ფიგურების შესყიდვა3შპს ბეთერ ფლაი115 186.80საახალწლო მილოცვის ვიდეო რგოლის დადაღება – “თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს”4შპს სტუდია 1,2,3 57 731.50გალა კონცერტების ლოკაციებისა და ტრანსპორტის გადაადგილებსი შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის გადაღება –  “გამოდი, გამოდი, ახალი წელია”5შპს allmarket.ge8000ელექტრო გამათბობლების შესყიდვა ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით6შპს ინტერპრინტ ჯორჯია1144650 ბეიჯის შესყიდვა

დაგვიკავშირდით
logo v_geo.png
  • Facebook
  • YouTube

©2019 by Kavshirebi.