• Kavshirebi Editor

კვლავ უცნობია რომელი 7 თანამდებობის პირის საქმეს იძიებს პროკურატურა

Updated: Aug 25, 2020


მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ერთ თვეში ერთი წელი გახდება და თანამდებობის პირების ვინაობა კვლავ არ არის საჯარო. ამ ინფორმაციას არს პროკურატურა ასაჯაოვებს და არც საჯარო სამსახურის ბიურო.

ჩვენ დღეს ისევ გადავამოწმეთ, დასრულდა თუ რა ამ საქმეების გამოძიება, მართლაც იკვეთება თუ სერიოზული დარღვევები შვიდი თანამდებობის პირის დეკლარაციაში და დადგება თუ არა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.  საჯარო სამსახურის ბიურს უფროსის მოდგილემ, თემურ ჩიხრძემ დღეს გვითხრა:

“კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუცია პროკურატურას. ისე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება.

— როდესაც თქვენთის ცნობილი გახდება შედეგები, გამოაქვეყნებთ ამ ინფორმაციას?

— დიახ, ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ.”

ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თებერვლის შემდეგ სასამართლოს გზით ცდილობს პროკურატურისთვის გადაცემული თანამდებობის პირების ვინაობის დადგენას, თუმცა უშედეგოდ.

#დეკლარაცია #თეიმურაზჩიხრაძე #კორუფცია #საჯაროსამსახურისბიურო

0 views0 comments
დაგვიკავშირდით
logo v_geo.png
  • Facebook
  • YouTube

©2019 by Kavshirebi.