ახალი მინისტრის ოჯახის ბიზნესი

მაია ცქიტიშვილი


ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 29 მარტს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი 75%-იანი წილი,  კომპანიაში შპს თბილისის კომერციული ქონება საკუთარ მეუღლეს, დავით ხატიაშვილს აჩუქა.

წესდების მიხედვით, კომპანიის სახელწოდება ინგლისურად არის:Tbilisi Commercial Property. 

კომპანიის შექმნისას ძირითად მიზნად დასახელებული იყო: “მოგების მიღება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

წილის ჩუქების ხელშეკრულება


შპს “თბილისის კომერციული ქონების” თავდაპირველი დამფუძნებელი იყო შპს “მიკროკლიმატი”.

შპს “მიკროკლიმატმა” თავისი სასეხო დავალიანება 640724.5 ლარი ახლადდაფუძნებულ კომპანიას გადასცა.

გირავნობა/ლიზინგის რეესტრში დავალიანების შესახებ წერია:

გადაწყვეტილება # R14018559/3 ( 19 ივნ 2014 19:32:47 )

რეგისტრაციის შესახებ

სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (No.R14018559; 19 ივნ 2014 19:22:18;) განმცხადებელი: შპს თბილისის კომერციული ქონება /405047471 / განცხადებით მოთხოვნილია: რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

‘საჯარო რეესტრის შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდეს უფლება.

გირავნობა ( R14018559 ) 19 ივნ 2014 19:22:18 უფლების რეგისტრაციის თარიღი: 19 ივნ 2014 19:24:01 უფლების რეგისტრაციის ვადა: უვადო

სუბიექტი კრედიტორი : სს საქართველოს ბანკი (საქართველო) 204378869 მესაკუთრე : შპს მიკროკლიმატი (საქართველო) 401945277 მესაკუთრე : ცქიტიშვილი მაია (საქართველო) 01007001462 მესაკუთრე : კანდელაკი ირაკლი (საქართველო) 01020005025

გირავნობა არამატერიალური ქონებრივი სიკეთე : შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე : შპს თბილისის კომერციული ქონებაში (ს.ნ 405047471) მაია ცქიტიშვილის (პ.ნ 01007001462) 75% წილი და ირაკლი კანდელაკის-25% წილი. არაიდენტიფიცირებადი მოძრავი ნივთი : შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი მოძრავი ქონება

დავით ხატიაშვილი “შპს თბილისის კომერციული ქონების”   გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიის მეწილე, დამფუძნებელი და დირექტორია:საიდენტიფიკაციო კოდისახელწოდება მონაწილემონაწილეობის ტიპი405249789შპს სავაჭრო ცენტრიდავით ხატიაშვილიდირექტორი205000960“თბილისის სტრატეგიული განვითარების ცენტრი”დავით ხატიაშვილიდამფუძნებელი205059336შპს ბიკონსალტინგიდავით ხატიაშვილიმეწილე401945277შპს მიკროკლიმატიდავით ხატიაშვილიმეწილე404978814შპს ბილდინგ სოლუშენსდავით ხატიაშვილიმეწილე405048158სს ჯორჯიათრეიდიდავით ხატიაშვილიდირექტორი

წილის ჩუქების შემდეგ შეიცვალა “შპს თბილისის კომერციული ქონების” ელექტრონული ფოსტის მისამართიც და ახლა არის: david@georgiatradegroup.ge დომეინის “georgiatradegroup”  მფლობელია: სააქციო საზოგადოება ჯორჯიათრეიდი

“ტენდერების მონიტორის” მიხედვით, “სს ჯორჯიათრეიდის” მიერ მოგებული 42  სატენდერო კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 708960 ლარი, ხოლო 23 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა : 30930.30 ლარი

“სს ჯორჯიათრეიდის” ტენდერები


ამ შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორებია:

  1. მილები და მილსადენების არმატურა

  2. ღობეების, მოაჯირებისა და დამცავი მოწყობილობების მონტაჟი

  3. სამშენებლო მასალები

  4. სამშენბლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

  5. მილსადენები/მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათტან დაკავშირებული მასალები.

  6. სამშენებლო

  7. ლითონის კონსტრუქციების აწყობა

  8. რკინა, ტყვია, თუთა, კალა და სპილენძი

  9. სხვადასხვაგვარი სამშენებლო მასალა

  10. ფანჯრები, კარები და მათტან დაკავშირებული საგნები

  11. ძირითადი ლითონები

შემსყიდველები იყვნენ:

  1. სახელმწიფო სამშენებლო კომპანია

  2. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

  3. საზოგადოებრივი კოლეჯი “იბერია”

  4. შპს “სინათლის ქალაქი”

  5. აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

  6. სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”

  7. თვითმმართელი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

  8. სააქციო საზოგადოება კახეთის ენერგოდისტრიბუცია

  9. თბილსერვის ჯგუფი

#დავითხატიაშვილი #მაიაცქიტიშვილი

დაგვიკავშირდით
logo v_geo.png
  • Facebook
  • YouTube

©2019 by Kavshirebi.